„მტერმა ძალიან გაგვაწვალა და სისხლი გაგვიშრო, მაგრამ ომიდან ოთხი წელიც არ გასულა და სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ. ნახეთ, რა ხდება მათ დედაქალაქში. ნახეთ, როგორია მათი ეკონომიკური ზრდა. მთელი მსოფლიო ინფრასტრუქტურა მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ძვირდება საწვავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველი მეოთხე იქიდან აპირებს გაქცევას. მიუხედავად ამისა, საქართველო, რომელიც მათ გამოაცხადეს გარდაცვლილად და პოლიტიკურ ცხედრად მეც და მთლიანად ქვეყანა, ეს საქართველო დგება ფეხზე და უკრაინაში, მოლდოვაში, შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში დღეს ხალხი ოცნებობს არა რუსულ მოდელზე, ოცნებობს იმაზე, რაც არის საქართველოში. დღეს უკვე რუსეთში, ჩვენი დამპყრობლის ქვეყანაში, რომელსაც ოფიციალურ მტრად ვყავართ გამოცხადებული, ის ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს სახავს როგორც მათთვის მისაბაძ მაგალითს. ამაზე უფრო მეტი დამცირება რა უნდა იყოს იმისთვის, ვისაც ეგონა, რომ ჩვენ დამთავრებული ვიყავით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ჩვენი პასუხი არის მაგრად გაკეთებული გორი, იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო ჩვენი აღორძინების“.