საზოგადოება
გახელაძის განცხადებით, არსებობს უფრო დიდი პროექტი, რომელიც ტელევიზიისთვის ახალი შენობის აგებას ითვალისწინებს. ახალი შენობა, სავარაუდოდ, დიდ დიღომში განთავსდება. ახალი შენობის მშენებლობა, გახელაძის აზრით, მაქსიმუმ, 5 მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს და, სავარაუდოდ, 2013 წელს დასრულდება. წელსვე იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალების გადახდის დაწყებაც.
გახელაძისვე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ავარიული და მოძველებულია. თუმცა კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა დიდი ხანია, გაყიდულია. მაუწყებლის თანამშრომლები ჯერ კიდევ 4 წლის წინათ საუბრობდნენ შენობიდან გადასვლაზე.
როგორც ჩანს შენობის მფლობელმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, საკუთარი ქონებით სარგებლობა გადაწყვიტა.