საზოგადოება
თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სასწრაფო დახმარება უფასო რჩება, თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის გადახდის ფორმა იცვლება.
მერიის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახების ღირებულების 40 ლარით განსაზღვრამ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.თბილისის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არეგულირებს ურთიერთობას მერიას, სადაზღვევოსა და სასწრაფო დახმარების სამსახურს შორის ფინანსურ ურთიერთობას და მას არავითარი ვალდებულება არ გადააქვს მოსახლეობაზე.
მერიის განცხადებით, ყოველ გამოძახებაში მერია გადაიხდის 40 ლარს.
წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარია გამოყოფილი. გასულ წელს კი 11 მლნ ლარი იყო.