საავტორო უფლებების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება
თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. მიმდინარე წელს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება. საავტორო უფლებების დარღვევისთვის სანქცია ფულადი ჯარიმა იქნება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ავტორის ნებართვის გარეშე გამოიყენებს ამა თუ იმ პროდუქციას, ჯარიმის სახით გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. 2012 წლის სამომავლო გეგმებსა და 2011 წელს გაწეულ სამუშაოებზე საზოგადოებას ანგარიშს დღეს საავტორო უფლებათა ასოციაცია წარუდგენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2011 წელს სულ 300-ზე მეტი ლიცენზია გაიცა, დაახლოებით, 100 000-ზე მეტი ლარი კი ჰონორარის სახით ავტორებმა მიიღეს.