საზოგადოება
თბილისის ისტორია იცვლება?

abanotubaniთბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. აბანოთუბნის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ბოლო ეტაპზე უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს. მათ შორისაა საკმაოდ დიდი მოცულობის ქვევრი, რომელიც III-IV საუკუნეებით თარიღდება და სხვა ადრე აღმოჩენილი ქვევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მისი რესტავრაცია სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.

ნაპოვნია სხვადასხვა სახის ჭურჭელიც.

არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც შესაძლოა, თბილისის ისტორია შეცვალოს, დასრულებულია.

აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებით ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის მეფობამდეც არსებობდა ციხე-ქალაქი. ამას ადასტურებს I-II საუკუნეებით დათარღებული აღმოჩენილი აბანოები.

არქეოლოგებმა ამავე ადგილზე III-IV საუკუნეების სამარხსაც მიაკვლიეს. სამუშაოები მერიისა და ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით ჩატარდა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმის განთავსება.