საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, ამჟამად ტერიტორიაზე ნიადაგის შესასწავლი და საკადასტრო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და პირველ ეტაპზე ქალაქის მშენებლობაში კერძო ინვესტიციები ჩაიდება. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ლაზიკას პროექტისთვის თანხები არ არის გამოყოფილი.
თუმცა, გუბერნატორის მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანხების გამოყოფას არ გამორიცხავს.