სამართალი
სააღმზრდელო საქმიანობის სფეროში ახალი ჯარიმები ამოქმედდება

jarimaთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ კანონს ახალი მუხლები დაემატა, რომელთა თანახმად, უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა (ანუ სააღმზრდელო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე) 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ცვლილებები ძალაში უახლოეს მომავალში შევა. ახალი რეგულაციებით, აღნიშნულ კანონს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს.

სავარაუდოდ, ნაგულისხმევი უნდა იყოს კერძო რეპეტიტორებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ძიძათა მთელი სპექტრი.