საზოგადოება
თბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. 2 დღეში სატელეფონო პრეფიქსი „8“ გაუქმდება და ქვეყნის შიდა ზარების განსახორციელებლად მხოლოდ „0“-ის გამოყენება იქნება შესაძლებელი, საერთაშორისო ზარებისთვის კი „00“ უნდა აკრიფოთ.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი, მაგალითად, 8-07-ით სარგებლობდა, ამიერიდან მის ნაცვლად უნდა აკრიფოს 10-07. ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონი ქსელებში ახალი პრეფიქსი 12 იანვრიდან იმოქმედებს.