საზოგადოება
გიორგი გაბედავა აზერბაიჯანში ითამაშებს
gabedavaa1თბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ „გაგრადან“ დათხოვნილმა გიორგი გაბედავამ შესაძლოა, კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელოს. ჩვენი ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად მისდიოდა თამაში, აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის ექვსეულში მყოფ ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს თამაშს. ამ მხრივ მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 22 წლის ფეხბურთელი „გაგრას“ რიგებში 2008 წლის ზაფხულში გამოჩნდა, 2010 წლის იანვარში ის „ილიჩევეცში“ გაუშვა კლუბმა იჯარის წესით, ზუსტად ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი დაუბრუნდა „გაგრას“, მაგრამ ძველებურად ეფექტური აღარ იყო. ამიტომ 2011 წლის 31 დეკემბერს ფეხბურთელსა და გაგრელებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ვინაიდან გაბედავა ჯერ 23 წლის არ არის, რომელიმე სხვა კლუბში კარიერის გაგრძელების შემთხვევაში „გაგრას“ ფეხბურთელში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.