ალექსანდრე გურული „ლეხია გდანსკშია“
თბილისი, 6 იანვარი,
საქინფორმი. 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე გურული პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ლეხია გდანსკში“ იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. მისი ცნობით, გურულსა და პოლონურ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ გურულმა ბოლო სეზონი უკრაინის პრემიერ-ლიგაში ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში ჩაატარა, სადაც შვიდ შეხვედრაში მონაწილეობდა. უკრაინელებთან ქართველს კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 600 ათასი ევროა. გურული პოლონურ კლუბში სინჯებზე შაბათს გამოჩნდა. როგორც ჩანს, მან მალევე მოახერხა მათთვის თავის მოწონება.