საზოგადოება
თბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. დღეს, ე.წ. თბილისის ომის დასრულების 20 წლისთავზე,
დიდუბის პანთეონის ეზოში, ჯაბა იოსელიანის საფლავზე, ნაპოვნია ნიჩაბი, რომლითაც უცნობები საფლავს თხრიდნენ, ასევე, სისხლიანი ფურცლები 5 თითის გამოსახულებით, თავად ჯაბა იოსელიანის ფოტოები, რომლებიც მას 1990-იან წლებში თანამებრძოლებთან ერთად აქვს გადაღებული.დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორ ბადრი ქუთათელაძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მან თვითმხილველებისგან შეიტყო, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. „ეს გუშინ ღამით მოხდა. კარიდან შესულები არ არიან, კარები, ჩვეულებისამებრ, დაკეტილი დაგვხვდა. ვიღაც ღობიდანაა გადამძვრალი. საფლავი მოჩიჩქნილია, მათ, ასევე, ნიჩაბი და სურათები შემოუტანიათ“, – განაცხადა ქუთათელაძემ.
დიდუბის პანთეონში კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ. სამხილები ექსპერტიზაზეა გადატანილი.