პოლიტიკა
20 წლის წინათ რუსთაველის პროსპექტზე

mSvidobis-xeთბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. დღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანები იკრიბებიან საქართველის პარლამენტის შენობასთან, სადაც 20 წლის წინ მოხდა ტრაგედია – 1992 წლის 6 იანვარს დასრულდა შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, ხელისუფლების დამხობის მიზნით.

რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასა, და პუტჩისტებს შორის შეიარაღებული შეტაკება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრიდან დაიწყო. ომმა, რომელიც 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, არაოფიციალური მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. საარტილერიო სროლების შედეგად დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობები: პარლამენტის შენობა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობა, სასტუმრო „თბილისი“, მხტვრის სახლი და სხვა ნაგებობები.

მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ამბოხებულები – ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, თავდაცვის ექს-მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის“ მეთაური ჯაბა იოსელიანი.

გამარჯვებულთა ტრიუმვირატმა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იმჟამად მოსკოვში ცხოვრობდა, მიიჩნია ფიგურად, რომელსაც ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დამყარება შეეძლო. ტრიუმვირატმა 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანა და 10 მარტს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია.