ძვირფასო საქინფორმის მკითხველებო!
როგორც თავის დროზე საქინფორმი იუწყებოდა, 2011 წლის 8-9 ივლისს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის – „ცივილიზაციათა დიალოგის“ – ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „წმინდა ათონის მთის წვლილი ევროპულ სულიერ და ინტელექტუალურ ტრადიციაში“. კონფერენციაზე ერთ-ერთი ძირითადი გამომსვლელი გახლდათ ათონზე მდებარე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი. ცოტა ხნის წინათ არქიმანდრიტი ეფრემი უკანონოდ დააპატიმრეს და ამჟამად ის ციხეში იმყოფება. საბერძნეთის სასამართლომ მამა ეფრემის დაპატიმრების გადაწყვეტილება ვატოპედის მონასტერსა და საბერძნეთის მთავრობას შორის მიმდინარე ქონებრივი დავის ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიიღო. ბევრი მიუთითებს ამ საქმის პოლიტიზებულობაზე. ყველას განსაკუთრებით აღაშფოთებს, რომ პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მალევე მას შემდეგ, რაც მამა ეფრემი რუსეთიდან დაბრუნდა, სადაც მან დიდი ქრისტიანული სიწმინდე – ღვთისმშობლის სარტყელი ჩააბრძანა. მამა ეფრემი ხანდაზმული და მრავალი სნეულებით დაავადებული ადამიანია.
თავის წმინდა მონასტერში მამა ეფრემი თანამედროვე დასავლურ სამყაროში ათონის ტრადიციების უნიკალურ ფასეულობებს წარმოადგენს – სულიერი დამრიგებლობის მემკვიდრეობითობას და შინაგანი ლოცვის პრაქტიკას, რომლებიც შეადგენს მართლმადიდებლური ასკეზის არსს წმინდა მამათა მოძღვრებებში.უეჭველია, რომ მამა ეფრემი დღეს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი სულიერი ლიდერი გახდა. მას სწორედ ასეთად აღიქვამენ ისინი, ვისაც მასთან სულიერი ურთიერთობის ბედნიერება ეღირსა, ვინც მის დარიგებებს ისმენდა და მასთან ერთად ლოცულობდა.
ჩვენ შეგვიძლია საპყრობილეში მყოფ მამა ეფრემს მხარი დავუჭიროთ და მივულოცოთ ქრისტეშობა, რომელსაც ათონზე, ისევე, როგორც რუსეთში, 7 იანვარს აღნიშნავენ.
მონასტრის ძმებმა ციხე „კორიდალოსის“ საფოსტო ინდექსი გვაცნობეს, სადაც ის ამჟამად იმყოფება. ვფიქრობთ, ყველას, ვისაც მამა ეფრემთან ურთიერთობა ჰქონია, ვინც წმინდა ღვთისმშობლის სარტყელის თაყვანისსაცემად მისულა, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს წმინდა ადამიანი, შეუძლია მას საშობაო ბარათი გაუგზავნოს, რომელიც ნებისმიერ საეკლესიო მაღაზიაში ან საფოსტო განყოფილებაში იყიდება.
ეს ძნელბედობის ჟამს კარგი მხარდაჭერა იქნება მამა ეფრემისათვის, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, ეს საშობაო დღეები მონასტრის ძმებთან ერთად იყოს და მათთან ერთად შეასხას ხოტბა ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას. ვიმედოვნებთ, რომ, თავის მხრივ, ის ლოცვებში მოგვიხსენიებს.
გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ის, ვინც მოყვასს სიკეთეს უკეთებს, ამას თავად იესოსათვის იქმს: „საპყრობილეში ვიყავი, და მინახულეთ“ (მათე, 25. 36).
შეატყობინეთ ბარათის გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც წმინდა მთის ბედი სულერთი არ არის. ეს შესაძლოა, იყვნენ თქვენი მეგობრები და კოლეგები, რელიგიური თემები, დიოცეზები და დენომინაციები, რომლებსაც მიეკუთვნებით, აგრეთვე, უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები, რომლებთანაც მუშაობთ.
აი, მონაცემები წერილის გასაგზავნად:
ვის:
FOR KRATOUMENON ARHIMANDRITI EFRAIM VATOPAIDINON (VASILEION KOUTSOU)
სად:
KATASTIMA KRATISIS KORYDALLOU, SOLOMOU 3-5,
18110 KORYDALLOS, ATHENS, GREECE
P.S.
1. თუ თქვენი მილოცვა საბერძნეთში შობის დადგომამდე ვერ ჩააღწევს, არა უშავს. როცა უნდა ჩავიდეს, მამა ეფრემისათვის ეს მაინც დიდი მხარდაჭერა იქნება.
2. მათ, ვისაც წერილის გასაგზავნად ფოსტაში მისვლა არ ძალუძს, ამის გაკეთება ინტერნეტით შეუძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე საიტს, საიდანაც სხვა ქვეყანაში ნამდვილი საფოსტო ღია ბარათის გაგზავნაა შესაძლებელი