პოლიტიკა
აფხაზეთს არ სურს თავის ტერიტორიაზე დამკვირვებლების განთავსება

1afxazetiiთბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთი უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტვირთნაკადის დამკვირვებლების განთავსებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ დამკვირვებლების განთავსება შვეიცარიამ მოითხოვა, რომელიც შუამავალია რუსეთსა და საქარველოს შორის რუსეთის მსო-ში გაწევრების სადავო საკითხების მოგვარებაში.

„აფხაზეთი საერთაშორისო დამკვირვებლების გამოჩენას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. რუსეთი პატივს სცემს ამ პოზიციას და შეუძლია, ისინი საზღვარზე თავისი მხრიდან განალაგოს, საქართველომ კი – საზღვრის თავისი მხრიდან“, – იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩირიკბას თქმით, ოფიციალურად თავის პოზიციას სოხუმი გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც შვეიცარიის წინადადებაზე თავის მოსაზრებას რუსეთის ფედერაცია გამოთქვამს.