პოლიტიკა
თბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. მიმდინარე, 2012 წელს სახელმწიფოსათვის უპირველესი ამოცანა სოციალური მხარდაჭერის პაკეტის განხორციელება იქნება.
ამის შესახებ მთავრობის 2012 წლის პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, სადაც ახალი წლის პრიორიტეტული მიმართულებები კიდევ ერთხელ შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, საუბარია სექტემბრიდან 67 წელს ზემოთ მყოფი ასაკით პენსიონერებისათვის საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე ზრდაზე, სამედიცინო დაზღვევასა და 5 წლამდე ბავშვების სამედიცინო დაზღვევაზე.მაგრამ გილაურს არაფერი უთქვამს პენსიებისა და საარსებო მინიმუმის შესაბამისობაზე.
თუმცა, მისი თქმით, გაგრძელდება საავადმყოფოების მშენებლობაც. სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება განათლებაც, რომლის ბიუჯეტიც სათანადოდ არის გაზრდილი. სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაგრძელდება პედაგოგების სერტიფიცირებისა და წახალისების პროცესი.