სამართალი
თბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. ფუნქციონირება დაიწყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო, და ამავე რაიონის პოლიციის მეოთხე განყოფილებამ, სადაც 84 თანამშრომელი იმუშავებს და ვაგზლისა და ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
შენობაში განთავსდება ტრანსპორტის დაცვის პოლიციაც.
პოლიციის ახალი შენობის გარე პერიმეტრი თბილისის მერიამ კეთილმოაწყო და გაამწვანა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს.შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ყველა უბანში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 21 შენობა ააშენა.