პოლიტიკა
თბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. „ივანიშვილის დახმარების შეწყვეტას ხალხი შიშით ელოდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.
„ქართუ ბანკსა“ და თეატრს შორის ხელშეკრულება იანვრის 10-დან 25-მდე ფორმდება, რომელსაც ხელს აწერენ თეატრის წარმომადგენლები. ყველა ველოდებით ამ განცხადებას, უხერხულია, წინასწარ ვიკითხოთ, ვინ არის ამ სიაში შესული, თუმცა, თუ ვინმე იძახის, რომ ხალხი გახარებულია იმით, რომ ბიძინა ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს ვინმეს, ეს ტყუილია. ყველა შიშის ქვეშ ელოდება გადაწყვეტილებას. შიშში მე ლუკმაპურის დაკარგვას ვგულისხმობ, თორემ უკვე 80 წელს მივუკაკუნე და სხვანაირად აბა, ვინ რა უნდა შემაშინოს“, – განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბარში ბერიკაშვილმა.გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ამჯერად შესაძლოა, ხელისუფლების „ქველმოქმედება“ ჩაენაცვლოს.
„კაცი რომ მოვა და პირიდან ლუკმაპურს გამოგართმევს, ის მტერი გახდება თუ მოყვარე? უბრალო არითმეტიკაა. არაფრის გამომყოფი ეგენი არ არიან. წაიკითხონ „ჰამლეტი“ და მიხვდებიან. ადამიანს თუ მოშივდა, დაუნდობელი ხდება. დაველოდოთ ათს, რომელიც, არა მგონია, მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.