სამართალი
თბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. დაახლოებით, 45 წლის ქალბატონის ცხედარი ხალხმა ქუთაისში ბალახვანის ხიდთან ახლოს მდინარე რიონის სანაპიროზე გუშინ საღამოს შენიშნა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. ჩატარდა პირველადი ექსპერტიზაც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.