სამართალი
აღნიშნულ ფაქტს დღეს „რუსთავის მედიის მართვის კომპანია“ გამოეხმაურა,რომელიც პოლიციის მიერ კომპანიის თანამშრომლების დაკავებას მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 1 იანვარს შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ თანამშრომლები მიხეილ ზედგენიძე და ვალერი გიკაშვილი კომპანიის მითითებით, კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, მათ ორი ავტომანქანით თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომელთა ავტომანქანებსაც არ გააჩნდათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები, ხოლო თავდამსხმელებს არ წარუდგენიათ პირადობის მოწმობები.
„თავდამსხმელებმა გააჩერეს კომპანიის ავტომანქანა და მართვის კომპანიის თანამშრომლებზე განახორციელეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს ისინი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათზე ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა. ამჟამად ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან წინასწარი დაკავების საკანში. დაკავების შესახებ კომპანიისთვის არავის უცნობებია, რათა ადვოკატების დროული ჩართვით დაკავებისთანავე მომხდარიყო მათი ინტერესების დაცვა სამართლებრივი მეთოდებით“, – ნათქვამია „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.