თბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, საზოგადოებრივ მოძრაობაში შექმნილია ცხრა თემატური ჯგუფი, რომლებიც უკვე მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით.
1. სამართლის სისტემა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება – ჯგუფის ხელმძღვანელი მინდია უგრეხელიძე;
2. ენის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ფირალიშვილი;
3. ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი დემურ გიორხელიძე;4. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ხუფენია;
5. საგარეო პოლიტიკის ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე;
6. კონფლიქტების მოგვარების ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი გია ვოლსკი;
7. რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე;
8. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი;
9. ახალგაზრდობისა და სპორტის ჯგუფი – ჯგუფის ხელმძღვანელი ბასა ჯანიკაშვილი;