პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „თავის მოსაწონებელი დრო არ მრჩება“

tavmomwoneთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ქედაში სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის მიერ აშენებული კლინიკა გახსნა. 25-საწოლიან კლინიკაში 80 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჰოსპიტალი მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ამბულატორიულ, თერაპიულ, ქირურგიულ და სხვ.

ახალი კლინიკის გახსნის ცერემონიისას პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვიდა.

„თქვენ გახსოვთ, რომ ერთი-ორი ძველი საავადმყოფო გადაღება აბაშიძემ, შეარემონტა, ჩამოჰყავდა ლუჟკოვები და ვიღაცეები და თავს იწონებდა. ახლა შენდება მსოფლიოში საუკეთესო საავადმყოფოები. თავის მოსაწონებელი დრო არ მრჩება. ეს არის განსხვავება აღმშენებლობასა და კუდაბზიკობას შორის. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არ იპარავს. ქედის შუაგულში რომ ჩაიდგა ასეთი საავადმყოფო, ეს არის თქვენთვის, აქ ჩინეთიდან და თურქეთიდან არავინ ჩამოვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.