პოლიტიკა
ივანიშვილი აღარც საფრანგეთის მოქალაქე იქნება

agr-aris-moqalaqeთბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში განმარტავენ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზეც განაცხადა უარი და დღეს შესაბამისი განცხადებით საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართა, მოტივად კი საქართველოს მოქალაქის სტატუსით ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების სურვილი დაასახელა.

როგორც ბიზნესმენის ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, „როდესაც პირი ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს აცხადებს, სახელმწიფო ვალდებულია, მას საქართველოს მოქალაქეობა არასაგამონაკლისო წესით მიანიჭოს. შესაბამისად, პრეზიდენტს აღარ აქვს იურიდიული საფუძველი, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრას“.

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით კი, „თუ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობაზეც უარს იტყვის, პრეზიდენტს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არანაირი იურიდიული საფუძველი არ ექნება, მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრას“.