პოლიტიკა
საკუთარი პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი თავად ივანიშვილი იქნება

123Tina-Khidasheliთბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდება, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ისევე აღუდგინოს, როგორც მის მეუღლეს, რადგან ზეწოლა ძალიან დიდია.

„ზეწოლა მაღალია, როგორც იმ ასიათასობით საქართველოს მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში ხელს აწერდნენ შესაბამისი შინაარსის მოთხოვნას, ასევე, ქვეყნის გარედან. მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა შესაძლებლობა, მისი გადაწყვეტილება გაუქმებულიყო. ზუსტად ასევე მოუწევს მას მეორე შესაძლებლობის დაშვებაც, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსაც აღუდგეს. შესაბამისად, პარტიული სიის პირველი ნომერიც და საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილი იქნება“, – განაცხადა ხიდაშელმა.