რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ПИК“-ის პუკზე და შპიკის მორიგ ფშიკზე

1234panfilovძვირფასო მკითხველო! ახლა ნამდვილ ჯაშუშურ ისტორიას გიამბობთ, რომლის კვანძი გუშინწინ გაიხსნა. როგორც ვიუწყებოდით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქინფორმი საიტზე და „Facebook“-ის გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარები და მესიჯები მოხშირდა, რასთან დაკავშირებითაც ა.წ. 16 დეკემბერს გამოქვეყნდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის განცხადება“.

როგორც "განცხადებაში" იყო აღნიშნული, ბევრი ცილისმწამებლის – პრიმიტიული გზავნილების ავტორთა ვინაობა ჩვენთვის ცნობილია. მაგრამ დღეს დავამატებ, რომ ინტერნეტხულიგნებს შორის აღმოჩნდნენ ე.წ. ბლოგერები, რომლებიც მიზანმიმართულად, თუმცა არაპროფესიულად მუშაობენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის დავალებით. ზოგ მათგანს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სწორედ ამ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი პოსტები ეკავა, ზოგიერთს იმედი აქვს, რომ ამ თანამდებობებს მომავალში დაიკავებს, ხოლო დანარჩენები, ნაკლებად ამბიციურები, როგორც ჩანს, მათი მდარე ხარისხის PR-მომსახურების სოლიდური დაფინანსებით კმაყოფილდებიან.

და აი, გუშინწინ, 2011 წლის 27 დეკემბერს, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბინძური გზავნილები ჩვენი მისამართით შემთხვევითობა არ ყოფილა და მთელი ეს ინტერნეტდივერსიული კამპანია საქინფორმის წინააღმდეგ ზემოდან დავალებით დაიწყო. გახსოვთ "კავკასიელი ტყვე ქალი"? დიახ, ამ შემთხვევაში ზოგიერთი ქართველი ხელისუფალის სურვილი და ქართული მასმედიის ზოგიერთი ხელმძღვანელის შესაძლებლობები (რომლებსაც საქინფორმის მზარდი პოპულარობა მოსვენებას არ აძლევს)  ერთმანეთს დაემთხვა.

საქმე ის არის, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს საქინფორმის საიტზე, რუბრიკაში "უცხოეთი" (ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტს!) გამოჩნდა შენიშვნა "ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტები", რომელიც ვებგვერდ www.myspace.com-დან პირველწყაროს ორი (ვიმეორებთ – ორი!) ბმულით არის გადმოღებული: ნებისმიერ ამ ბმულზე შედით – და ვინმე დენისის ბლოგზე აღმოჩნდებით. ის ბლოგერების ჯგუფზე მოგვითხრობს, რომელსაც თითქოსდა საქართველოს შსს და პირადად მინისტრი მერაბიშვილი კურატორობს და რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი ავადსახსენებელი ოლეგ პანფილოვი გახლავთ.

ნებისმიერმა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანმა (ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე ხალხზე აღარაფერს ვამბობ) იცის, რომ რედაქციის აზრი შესაძლოა, არ ემთხვეოდეს პუბლიკაციის ავტორთა მოსაზრებებს და ის მათზე პასუხს არ აგებს, მითუმეტეს, როდესაც იქ ორჯერ არის მითითებული პირველწყარო; მითუმეტეს, როდესაც წყარო უცხოურია, ანუ შემოწმებას არ ექვემდებარება; მითუმეტეს, როდესაც საქინფორმის საიტის რუბრიკაში "ჩვენ შესახებ" არის შემდეგი ფრაზა: "ემთხვევა თუ არა რედაქციის აზრი ექსპერტთა პუბიკაციების, მიმოხილვითი მასალების ავტორთა და ინფორმაციის წყაროთა თვალსაზრისს, მოცემულ შემთხვევაში არავითარ როლს არ თამაშობს, რადგან საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმისკრედოა თავისუფალი ტრიბუნის დათმობა ყველასთვის, თუნდაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებებისთვის, რაც საზოგადოებას განსჯის საშუალებას აძლევს. ხოლო დასკვნების გამოტანის პრეროგატივა მთლიანად მკითხველისთვის მიგვინდვია". 

მიუხედავად ამისა, გუშინწინ, ა.წ. 27 დეკემბერს, ზემოხსენებული გადმობეჭდილი მასალის გამოქვეყნებიდან 8 დღის შემდეგ (!), საქინფორმს და მის მთავარ რედაქტორს პანფილოვი&კომპანიის ბრალდებებისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატყდა თავს. უმრავლესობა ФСБ-თან თანამშრომლობაში მადანაშაულებდა, რომლის ინიციატივითაც თითქოსდა შეიქმნა "საბჭოთა გადმონაშთი" – საქინფორმი, აგრეთვე  ეჭვი შეჰქონდათ ჩემს ეთნიკურ ქართულ წარმომავლობაში, და ეს ყველაფერი გინებით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით იყო შეკაზმული. ამ აბდაუბდის ნაწილი, რომელიც უწმაწურ გინებას და უცენზურო სიტყვებს არ შეიცავდა, ზემოხსენებული პუბლიკაციის ქვეშ კომენტარებში გამოვაქვეყნეთ, ნაწილი, უბრალოდ, შევინახეთ, დანარჩენი საძაგლობის ბმული „Facebook“-ზე  დაუზარებლად გამომიგზავნა პირადად პანფილოვმა, რამაც უზომოდ გამახარა: არამზადების გროვისგან ლანძღვის დამსახურება – რა უნდა იყოს წინასაახალწლოდ ამაზე სასიამოვნო?! აი, ამიტომაც ვგრძნობ თავს ლაღად ჩემს სამშობლოში, საქართველოში, სადაც მოსახლეობის 90% მთლიანად იზიარებს ჩემს შეხედულებებს, რომლებიც ესოდენ აღაშფოთებს შემოქმედებით იმპოტენტებს, სოციალურ ქსელებში უწიგნური კომენტარების გარდა არაფრის უნარი რომ არა აქვთ!

ყურადღება მიაქციეთ, ძვირფასო მკითხველებო: ზემოხსენებული პუბლიკაციის ყველა კომენტარი საქინფორმზეც დაFacebook-ზეც, მართალია, უბადრუკად, მაგრამ რუსულად იყო დაწერილი, თუმცა მასალა, ჩვეულებისამებრ, ქართულადაც გამოქვეყნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ავტორებმა ქართული ენა სათანადოდ არ იციან. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ „ПИК-ი, რომელსაც ხალხმა დიდი ხანია „ПУК-ი შეარქვა, სოლიდურად არის დაკომპლექტებული აშკარა და ფარული  ეთნიკური სომხებით (ერთი ქურთიც კი ჰყავთ, რომელიც "სომხობს", რათა ნებისმიერი გზით იღბლიანად გათხოვდეს ქართველზე!) და ისეთივე "ქართველებით", როგორიც პანფილოვია, გასაგები ხდება – ვისგან მოდის კომენტარები, სადაც საჯაროდ ლანძღავენ სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, და საქართველოსა და კავკასიაში ეროვნებათაშორის შუღლს თესავენ. სწორედ ამ ფაქტის დამალვისა და ავტოქტონურ ქართველ ერთან მიკედლების სურვილით აიხსნება თავის არაქართულ წარმომავლობაზე დაკომპლექსებული პანფილოველების შესაბრალისი ჭინთვა! სასაცილოა, როდესაც სახელ-გვარ-რწმენა-პატრონ-ორიენტაცია გამოცვლილი პროვოკატორი პანფილოვი, რომელიც თავისი რუსო- და სომეხოფობიით არის ცნობილი, ცდილობს "რომის პაპზე უფრო კათოლიკე" იყოს! მიუხედავად ჩემი დიდგვაროვანი ქართული წარმომავლობისა, რაშიც ეჭვი თვით აწ გარდაცვლილ პრეზიდენტ გამსახურდიასაც არ ეპარებოდა, ამ საზოგადოებისგან განკვეთილთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით ვუპასუხებ: "მათთვის, ვისაც სომხები არ უყვარს სომეხი ვარ, ვისაც აზერბაიჯანელები არ უყვარს აზერბაიჯანელი, ვისაც რუსები არ უყვარს რუსი ვარ!"

"კი მაგრამ, სად იყურება პრეზიდენტი სააკაშვილი?!" – მართებულად შენიშნავს მკითხველი და სწორიც იქნება. მართლაც, რატომ ითმენს ცნობილ ჯაშუშ-შოვინისტ პანფილოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სტურუა თეატრიდან მხოლოდ იმისათვის გააგდო, რომ საქინფორმთან ინტერვიუში დიდმა რეჟისორმა მას სომეხი უწოდა, და „ПИК“-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონს გამოყოფს?! თვით „ПИК“-ის შემქმნელი ბერეზოვსკი-ელენინიც კი, დარწმუნდა რა, რომ თანამშრომელთა დაბალი პოტენციალიდან გამომდინარე, არხი დასახულ მიზანს (კავკასიაში ანტირუსულ პროპაგანდას) ვერ განახორციელებდა, თამაშიდან გავიდა და პარსონსის მიერ "გათეთრებული" ფულიც გაიყოლა!

და ამ ფაშისტებმა "პირველი კავკასიურიდან" უნდა შეუწყონ ხელი კავკასიაში მშვიდობასა და მეგობრობას?! როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებშია ახლა საქართველოში ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტის პროვოცირება და ერთაშორისი შუღლის დათესვა?! პანფილოვის შესახებ იმავე სტატიის კომენტარებში ყველაზე უკეთ თქვა მკითხველმა ვლადიმირმა: "პანფილოვი მხოლოდ მერაბიშვილის ფულის გამო როდი ირჯება, მას საქართველოში ფეხის მოკიდება სჭირდება, სხვაგან ხომ წასასვლელი არსად აქვს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთი წესიერი ადამიანი მას ხელს არ ჩამოართმევს, სანაგვეზე მოუწევს ცხოვრება და იქიდანვე ჭამა, თუმცა მისთვის ეს უცხო არ უნდა იყოს, რადგან ამ ვირთხთვის სანაგვე – ყველაზე შესაფერისი ადგილია!"

აი, ყველაზე მთავარსაც მივუახლოვდით: ძვირფასო მკითხველო! არცერთი თქვენგანისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი 2004 წლიდან მოყოლებული ჩემი მკაცრი კრიტიკის ობიექტები იყვნენ. არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციების მთავარი გმირი უცვლელად მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. მაგრამ ჩემი კრიტიკა მუდამ  ობიექტური იყო, კორექტულობის ფარგლებს არ სცდებოდა და ყოველთვის მიუთითებდა თუნდაც ერთადერთ, მაგრამ მაინც გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. საქართველოს შს მინისტრ მერაბიშვილს კი, სააკაშვილისაგან განსხვავებით, ძალზე იშვიათად ვიხსენიებდი. არა შიშის ან მერაბიშვილის წინაშე განსაკუთრებული თაყვანისცემის  გამო – ცნობილი სადამსჯელო სპეცოპერაციებისათვის, სადაც ჩემი კოლეგა-ჟურნალისტებიც დაზარალდნენ, საქართველოს შსს სპეცდანაყოფებს მკაცრად ვაკრიტიკებდი – მაგრამ არასოდეს დამვიწყებია, რომ შს მინისტრი ასეთ შემთხვევებში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების ნებას ასრულებდა. რაც შეეხება პოლიციის რეფორმას – მნიშვნელობა არა აქვს, ეხმარებოდნენ თუ არა ამაში მერაბიშვილს ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, შსს-ის შენობაში მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ოთახებში მუშაობდნენ – ფაქტია, რომ პოლიციის რეფორმა საქართველოში შედგა და ამას საზღვარგარეთაც აღიარებენ, მათ შორის – რუსეთში.

იბადება შეკითხვა: რატომ დუმდა პანფილოვი, როდესაც ხიდირბეგიშვილი სააკაშვილს მკაცრად აკრიტიკებდა, ხოლო როგორც კი თვითონ შსს-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, თავის მეგობრებთან ერთად ძალიან აღელდა?! ნუთუ ჩემთვის უცნობი ბლოგერი დენისი მართალია?! და თუნდაც ასე იყოს თქვენ, ვაი-მეპიარეებს, ნუთუ იმდენი ჭკუა არ გეყოთ, რომ გაჩუმებულიყავით?! ამ უგვანი "შეტევით" ხომ კიდევ ერთხელ მოახდინეთ საკუთარი თავის ლუსტრაცია!

საინტერესოა, უკიდურესად თავმოყვარე პრეზიდენტმა სააკაშვილმა რატომ მისცა ნება "პატრიოტ" პანფილოვს, მისთვის დაეცინა ტყლაპის ჰალსტუხები გამოეშვა?! და თანაც ისინი რუსთაველის გამზირზე და სუპერმარკეტებში 5-5 ლარად გაეყიდა?! პანფილოვმა ხომ საჭმელი ჰალსტუხები იმისთვის გამოუშვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ დავიწყებოდათ, 08.08.08 ომის დროს როგორ ღეჭავდა მათი პრეზიდენტი საკუთარ ჰალსტუხს უკიდურესი ნერვული აშლილობის ჟამს!.. და სააკაშვილმა სწორედ მას აჩუქა საქართველოს მოქალაქეობა, თბილისსა და ბათუმში ბინებთან ერთად?!

"სწორია, ამხ. არნო ხიდირბეგიშვილო, ჩვენ, არამზადებს, მხოლოდ ასე, ანონიმური წერილებით უნდა გვირტყათ..." – მწერს პანფილოვი და, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ არნო ხიდირბეგიშვილს არ ეშინოდა, 8 წლის განმავლობაში თითქმის ყოველკვირა მკაცრად ეკრიტიკებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, მაშ ნომრიანი ჯაშუშის რატომღა უნდა შეეშინდეს და ამის გამო „ანონიმური წერილებით ებრძოლოს?!“ განა პუბლიკაციები – "ანტირუსული პროპაგანდის "ПИК"-ი: 20 მილიონი დამატებით!", "ПИК-ი: ბერეზოვსკი&პარსონსი ბოკერია&ბენდუქიძემ ჩაანაცვლეს", სადაც პანფილოვის და სხვა ნაყარნუყარის შესახებ ჩემს აზრს გამოვთქვამ, ფსევდონიმით არის ხელმოწერილი?! და სად არის თქვენი ნაქები დასავლური პლურალიზმი, ტოლერანტობა, პრესის თავისუფლება, რატომ ხართ ესოდენ შეუწყნარებლები განსხვავებული აზრისადმი, ბატონო "ლიბერასტებო"?!

დასასრულ, თავს ვერ შევიკავებ და პანფილოვის კიდევ ერთ "მარგალიტს" შემოგთავაზებთ: "ვციტირებ“: „... არნო ხიდირბეგიშვილი გლიჯავს... J სტილი, სტილი როგორია? მართლაც რომ ანგარიშია КГБ-ში!"

და კვლავ იბადება ლოგიკური შეკითხვა: "საიდან იცის პანფილოვმა, როგორი სტილით იწერება ანგარიშები КГБ-ში, იქნებ მათ თვითონ წერდა და დღემდე წერს?! მაშინ საუკეთესო „КГБ -ს სპეციალისტებს მიმართოს და ბლოგერი დენისის სტატია ხიდირბეგიშვილის ნებისმიერ პუბლიკაციას შეადაროს, და თუ მათი სტილი არ დაემთხვევა, სასწრაფოდ დატოვოს საქართველო, თუმცა... ვფიქრობ, ამის გაკეთება ისედაც მალე მოუწევს.

მინდა, აგრეთვე, შევახსენო პანფილოვს, რომ მე მისი ამხანაგი კი არა ვარ, როგორც ძმაბიჭურად მომმართავს, არამედ, როგორც ქართველები ვამბობთ, ბატონი. მაგრამ ის არასოდეს გახდება ქართველი, სახელი კიდევ ასჯერაც რომ გამოიცვალოს... და კიდევ, არ ვურჩევ ("გრძნეული" ოლეგის ციტატას მოვიხმობ), "დიდხანს იჯდეს მდინარის ნაპირზე და ელოდოს, როდის ჩამოატარებს წყალი მისი მტრის გვამს" (ამ მაქციას თავხედობა ჰყოფნის, თავი ჟურნალისტად და ჩემს მტრად მიიჩნიოს!). ლოდინი დიდხანს მოუწევს, ძალიან დიდხანს, და ერთ მშვენიერ დღეს მას მდინარესთან ტურისტები იპოვიან, მაგრამ იმ დროისათვის უკვე ქვად იქნება ქცეული... რომელზეც, როგორც კავკასიაში ამბობენ, ეწერება: "ცხოვრობდა, როგორც ტურა, მოკვდა, როგორც ძაღლი" (ეს – მისი ანდაზების მოყვარული მეგობრის – შევარდნაძის დროინდელი გენერლის და მექრთამე-პროკურორის ყურადსაღებად, რომელმაც მოსკოვში სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსტიტუტი დაამთავრა (!), და რომლის ძმა სსრკ КГБ-ს სასაზღვრო ჯარებში პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა!).

P.S. ამით დივერსანტ-პანფილოველებთან პოლემიკას ვწყვეტ. ამის შემდეგ «вы можете жаловаться прокурору, писать в обком…» – ჩემგან რეაქციას ნუ დაელოდებით, რადგან «диагноз товарища Хидирбегишвили подтверждается».

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, საცოდავებო!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი