პოლიტიკა
მორიგი შეტევა „ქართუ ჯგუფზე“

pressamdivnooთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, „ქართუ ჯგუფზე“ მორიგი შეტევა განხორციელდა.

„რამდენიმე საათის წინ სოფელ ბორითში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და ასოციაცია „ატუს“ თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრს სოფელ ბორითში  „ატუ“ აშენებდა და ის გასახსნელად უკვე მზად იყო. ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე კვლავ ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები არიან და  „ატუს“ მუშა პერსონალს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.