პოლიტიკა
თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მომავალი პოლიტიკური წლის პროგნოზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, „იმისათვის, რომ 2012 წელი ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც 2011 წელი იყო, მთავრობას თვითდამშვიდების უფლება და საშუალება არ აქვს“.
„2012 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან, დაახლოებით, 30 ქვეყანაში, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა გვაკავშირებს, ასევე, თავად საქართველოში, არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს დიპლომატიისთვის ძალიან მძიმე პერიოდია“, – განაცხადა ვაშაძემ.