ბიძინა ივანიშვილი: „არ შეიძლება, ქურდულ სამყაროს ებრძოლო და თავად „მოჯდე ქურდად“
თბილისი, 27 დეკემბერი,
საქინფორმი. ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა – „აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „კანონიერი ქურდების“ მიმართ დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა გააგრძელოს?“
„ქურდი ციხეში უნდა იჯდეს. კრიმინალს და კრიმინალურ ტრადიციებს საქართველოში არ გავახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არ დავუშვებთ, რომ ამ ბრძოლის დროშას ამოფარებულმა ჯგუფებმა პოლიტიკური რეპრესიები წამოიწყონ. არ შეიძლება, ებრძოლო ქურდულ სამყაროს ისე, რომ ბოლოს თავად „მოჯდე ქურდად“, – განაცხადა ივანიშვილმა.