პოლიტიკა
2012 წელს დაგეგმილია საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით „ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, საჰაერო ნაკადების მართვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საჰაერო ხომალდების დაზღვევის, გარემოზე ზემოქმედებისა და სხვა საკითხთა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კომისიის ტექნიკურ რეგლამენტებთან (ECregulations) შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ორგანიზება.
ამასთან, ვერა ქობალიას უწყების ინფორმაციით, მომავალ წელს დასრულდება ქუთაისის კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია და ფოთის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც.