სამართალი
თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შემთხვევა დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მდებარე ერთ-ერთ საქონლის ფერმაში მოხდა. 59 წლის ალბერტ ცამუკაშვილი წამებით მოკლეს. მას დანით მიყენებული ჭრილობა ყელის არეშიც აღენიშნება.
გარდაცვლილი ფერმაში მესაზღვრეებმა იპოვეს. მოკლულის ახლობლები სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ყაჩაღობას ასახელებენ, თუმცა ფერმიდან მოპარული არაფერია.დანაშაულის რელუარი მოტივი ჯერჯერობით უცნობია და ამ დროისთვის არც ეჭვმიტანილი არსებობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.