საზოგადოება
მედიაგაერთიანებებისთვის განკუთვნილი წესდების პროექტის პრეზენტაცია

wesdebaaთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 2011 წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, სტუდია „ობიექტივში“ მედიაგაერთიანებებისთვის განკუთვნილი წესდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორ ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შემუშავებული წესდების პროექტს  მედიაგაერთიანებაში გაწევრების მსურველ მედიამფლობელებს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ ინიციატივით, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა მედიაგაერთიანებისთვის წესდების შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომლის შემადგენლობაში არიან გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ჯაბა ხუბუა, „პრესა.ჯი.ტვ“-ს წარმომადგენელი როზი ჯღამაია, რადიო „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხატია ქვათაძე და გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში.