რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ხუმრობით და სერიოზულად...“

fraziძვირფასო მკითხველებო! უწინარესად, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული!

მინდა შემოგთავაზოთ სიტყვები, ციტატები და ფრაგმენტები ჩემ მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი და, ჩემი აზრით, აქტუალობა შენარჩუნებული პუბლიკაციებდან. გასახარია, რომ გამოქვეყნებისას თქვენ აქტიურად გამოეხმაურეთ მათ და, თუ დაგამახსოვრდათ კიდეც, სწორედ ქვემომოყვანილი ფრაზების წყალობით.

დიახ, აქ ოხუნჯობასაც შეხვდებით და სერიოზულ პროგნოზებსაც, პოლიტიკასაც და ადამიანურ ფასეულობებზე მსჯელობასაც, რის გამოც შესაძლოა აცრემლებულებს გაგეღიმოთ ანდა სიცილისგან ცრემლები წამოგცვივდეთ...

მაინც შეეცადეთ მეტი იცინოთ ამ სადღესასწაულო დღეებში - 2012 წელს ხომ ყველაფერი კარგად გვექნება!

მაშ ასე:

„თავისუფლებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე ყველაზე მეტ სიტყვებს სწორედ ისინი წარმოთქვამენ, ვისაც სრულიად სხვა მიზნები აქვს. დიახ, ისინი ლამაზად გვიმღერიან სხვის სიმღერებს, ლექსებს გვიკითხავენ და მეგობრობას გვეფიცებიან, მაგრამ გაივლის ხანი და ვიგებთ, რომ მათ არასოდეს ვყვარებივართ და... გვღალატობდნენ! იმიტომ, რომ ამ გარეგნულად კეთილი ურჩხულებისთვის, რომლებიც დადებით იმიჯს იქმნიან, უცხოა გულწრფელობა და ელემენტარული წესიერება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიყვარულზე, რომლის გულისთვისაც იესო ჯვარს ეცვა: მათი მთავარი მიზანი – ჩვენი მოტყუებაა, რათა მერე დაგვამცირონ და მონებივით დაგვიმორჩილონ“

„პოლიტიკა – ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, რომელშიც ადამიანების მაგივრად სახელმწიფოები ფიგურირებენ“

„აშშ-ის მთავარი მიზანია – დემოკრატიაზე ლამაზი ზღაპრებით მთელი მსოფლიო მოატყუოს და დაიმორჩილოს! ადრე ამას სტალინი, სსრკ და ვარშავის ხელშეკრულება უშლიდნენ ხელს, დღეს კი პუტინი, რუსეთი და ევრაზიული კავშირი უშლიან“

„„One Way Ticket“ – ეს არის ბილეთი ერთი მიმართულებით, უკან დაუბრუნებლად, მაგრამ ამ ბილეთს - ადამიანებიც, სახელმწიფოებიც - თავად ყიდულობენ...“

„ცე-რე-უ-ს სამეცნიერო ლაბორატორიებში გამოითვალეს თანამედროვე ქართული ელიტის კოდი – "ახა", რაც ქართველმა ივანიშვილმა მათ გარეშეც იცოდა: ქართული ელიტის დიდი უმრავლესობა:

ა – ამბიციურია,

ხ – ხარბია,

ა – ამორალურია.

და არა მხოლოდ თანამედროვე – გავიხსენოთ ისტორია, ქართველი ფეოდალები, რომელთაც გაერთიანების სურვილი არ ჰქონდათ... პირადი კეთილდღეობა – მიწები, ტიტულები, ოქრო – მათთვის საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ისინი მოურიდებლად იღებდნენ ამ ძღვენს დამპყრობელთა – სპარსთა და თურქთა – ხელიდან შაჰებისა და სულთნების კარზე. XI-XII საუკუნეებში დავით IV აღამაშენებელმა მათი გაერთიანება მახვილით შეძლო, ხოლო დღეს, კოდი "ახა"-ს გათვალისწინებით, „ბიძინა I აღმაშენებელი“ ამის გაკეთებას დოლარით შეეცდება!“

„საქართველოში მეხუთე კოლონას დიდხანს ვეძებდი და ბოლოს თბილისში, ავლაბარში, აღმოვაჩინე: დახედეთ პრეზიდენტის სასახლის ფასადს – მეხუთე კოლონაც მანდ არის და პირველიც!“

„პრაგმატული დასავლეთი ვერასოდეს დაამარცხებს ემოციურ აღმოსავლეთს, სანამ იქ არ მიხვდებიან, რომ სიყვარული დემოკრატიაზე მნიშვნელოვანია! ხოლო ამას რომ მიხვდებიან, არავის დამარცხება უკვე აღარ მოუნდებათ...“

„დედამიწაზე სულ ორი ნაცია არსებობს - ჭკვიანთა და სულელთა!“

„მე თბილისში ყველა გიჟი ვიცი...“

„ბუშმაიმუნები, ბნელიტა, ქალაქიელებზე, რადიკალები, ჰონდურასები, ანგლოსექსები დღეს საქართველოში ავადგარში არიან და ჩვენ გვაბაიბურთებენ თავიანთი სომხედველობით!“

„ჩვენი პარლამენტარები, მაჟორიტარები და „მინორიტარებიც“, სულით სულ დაუნები – „შატდაუნები“ არიან!“

„ეი, თქვენ, მაღლა! თუ იცით სიმართლე, რატომ არ გვეუბნებით?! და თუ არ იცით, რა გინდათ მაღლა?!“

„სიურპრიზი სულ პრიზი არ გეგონოთ...“

„კალათას შსს-გან ვანოკი ჰქვია“

„ანაკლია, ან აკლია (თანაც, მაგრად)...“

“ზოგი ძმაკაცი დაკაცი აღმოჩნდა...“

„რათ გვინდა ენვერი, როცა გვყავს ერასტი?!“

„ვიგინდარა – ვინ გინდა, რა...“

„ვინც აღმოჩნდება მართალი – მოიკითხავს სამართალი!“

„ახალგაზრდობა ან სკაიპშია, ან კაიფში...“

„ნუ გეშინიათ, როცა რუსები მოდიან, გეშინოდეთ, როცა რუსები მიდიან!..“

„შეცდომაა: კუდში დამდევს. სწორია: „კუდ“-ი დამდევს“

„2008 წლის ომის შემდეგ ყველა საბოლოოდ მიხვდა, რომ სააკაშვილი სომეხი არ არის“

„ნახტომები ევოლუციაში იძლევა რევოლუციებს“

„შეუთავსებელი ცნებები (ტირეთი): ქრისტიან–დემოკრატები, ნაციონალ–დემოკრატები...“

„ყველა ხელშეკრულება იწვევს ხელშეკრულობას!“

„სამშვიდობო „ფორმატი“ – ხალხის ჭირი და „მატი““

„ნამდვილი დევნილები – ღვთისგან განდევნილები!“

„შტერის პროგრესულობა არის აგრესიულობა!“

„ჩვენი ხელისუფლებისთვის პუტინი და პუშკინი – ერთი და იგივეა“

„სომხური ფინტი საფეხბურთო ფინტზე ბევრად ფინთია...“

„ყველამ თავის ბოზტანს მიხედოს!“

„ ყველა დონ–კიხოტს თავისი სანჩო პანსა უნდა ჰყავდეს“

„ზოგი – მატარებელია, ზოგი კი – პრინციპების მატარებელი“

“მიშა და ნინა – ერთი „მალინა““

„ტეფტის ტუფტა...“

„ტრამპა–ცუმპა!“

„200 წლის წინათ საქართველო ტრაქტატმა გააერთიანა. დღეს კი საქართველოს გაერთიანება მარტო ტრაკს შეუძლია (ტრაკი – ტანკის მუხლუხის რგოლია, და თქვენ რა იფიქრეთ?!). ჰო და, ვისი ტანკიც იქნება – იმის სტრაკტეგიული პარტნიორი ვიქნებით“

„იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტში წესებს, უკვე მერამდენე წელია, ხათუნა გოგორიშვილი განკარგავს, სოსო ცინცაძე – დიპლომატიური აკადემიის რექტორია, მისი მოწაფე დათო აქუბარდია კი – ტელევარსკლავი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს!“

„საქართველო დღემდე იმყოფება მორგსა და რეანიმაციას შორის და მისი გული – რუსთაველის გამზირი – კვლავ სააკნებით არის შებოჭილი...“

„ჩვენი ქვეყნის მბრძანებლებს რომ დაუჯერო, სიტყვა „გრუზინ“ აბრევიატურა „გრუ“- საგან წარმოშობილი გეგონება, საქართველოში  „გრუ“- ს აგენტები სულ რომ ელანდებათ!“

„ მინი–ისტერიალი ნიშნავს მინისტერიალს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს“

„მარადიულია მარტო გამცემლობა და...გამომცემლობა“

„საქართველოს ახალი სამხედრო დოქტრინის ავტორს დოქტორი დაუძახონ, ჯობია! აბა, ჯანმრთელი ადამიანი ვერ დაწერდა, რომ 3-მილიონიანი საქართველოს მტერი №1 არის 160-მილიონიანი რუსეთი...“

„საქართველოს ყველაზე ძვირფასი და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადაეცა: თელასი, თბილგაზი, თბილწყალი, ტელეკომი, მადნეული, კვარციტი, ჭიათურმანგანუმი და ა.შ. რუსეთისთვის გადასაცემი დარჩა მარტო ერთი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი და სტრატეგიული – პრეზიდენტი სააკაშვილი!“

„ისევ „ყარს“ ყარსის ხელშეკრულება...“

„ზემოთ – ლარსი, ქვემოთ – ყარსი და მიშას მორიგი ფარსი“

„რუსების მზვერავი თვითმფრინავი პატარაა, ქართველებისა კი – დიდი. რუსების პრეზიდენტი პატარაა, ქართველებისა კი – დიდი. დიდი ყოველთვის სჯობია?“

„ პუტინი სააკაშვილს სიამოვნებით ერთ ჰალსტუხს აჩუქებდა. სიცილიურს...“

„ძლიერი პოზიცია – ძლიერი პოლიცია!“

„მშენებარე სახლის საძირკვლის ქვაბული საძმო სასაფლაოდ შეიძლება გადაიქცეს...“

„თეთრი ტრალი, შავი ტრალი აბანოში გამოჩნდება (ტრალი ქართ. – დიდი ქურდი)

„საქართველოს მომავალი პრეზიდენტი დღეს, სულ მცირე, ციხეში უნდა იჯდეს“

„ვისი ხე – ვის ბაღშია...“

„ათას კლდეზე გადამხტარი...“

„პროვოკაციები – მათი პროფესიაა, ხოლო პროპაგანდა – პროვინციელი პოლიტიკური პროსტიტუტების საქმიანობა! ყველა მათი პროგნოზი ხელგაშლილად ანაზღაურდება უცხოური სპეცსამსახურების, „თავისუფლების“ ინსტიტუტებისა და სოროსფონდების მიერ. პროფესიონალი მლიქვნელები ისეთი პროფანებიც არ არიან, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს – ისინი მხოლოდ საკუთარი უკანალის გადარჩენაზე ფიქრობენ, უკანალით ზუსტად გრძნობენ თავიანთი პატრონების სურვილებს, მათ უკანალს ულოკავენ და უკანა რიცხვით ყოველთვის ამართლებენ მოქმედი ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, რის გამოც პოლიტიკის პროქტოლოგებს მე პროქტოპოლიტოლოგებს ვეძახი (ბერძნ. proktos – უკანალი). თუმცა, მათი პრო-ს თამაში – პროამერიკული, პროევროპული – უკვე არავის სჭირდება და მათი „პროკოლები“ უეჭველად პოლიტიკური პროზექტურით დასრულდება!“

„ბუბა ნომერ ერთი – არის კიკაბიძე, ბუბა ნომერ ორი – მამუკაა, არეშიძე“

„2008 წლის 8 აგვისტოსს საქართველოში აღმოჩნდა ბევრი კიკაბიძე, მაგრამ არც ერთი –კამიკაძე!“

„როცა ცოლ-ქმარ კიწმარიშვილს ვუყურებ, კაბარე – დუეტ „აკადემია“ მახსენდება“

„ხელისუფლებას რომ ებრძოლო, ცხელი გულის გარდა, ცივი გონება და, რაც მთავარია, სუფთა წარსული უნდა გქონდეს“

„ხელისუფლება, სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხს ხან – მასებს, ხან – საზოგადოებას, ხან – მოსახლეობასუწოდებს, მაგრამ მუდამ ბრბოდ თვლის...“

„საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის მომავალი პრეზიდენტი იმარჯვებს“

„ერთადერთი საზოგადოებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა არ აწყობს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰერმესია““

„ივა კუზანოვისთვის საუკეთესო სლოგანია: „ჩვენ გაჩუქებთ იმას, რასაც სხვები ათამაშებენ!““

„მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დამკვირვებლებიც მაგრად ახურებენ, უთო და ეუთო ერთმანეთში ნუ აგერევათ!“

„ნუ შეგეშლებათ ერთმანეთში ტახტი და ტეფტი, თუმცა, თუ ნატოში შევედით, სამეფო ტახტზე ისევ ტეფტი იქნება!“

„ზოგ ქართველ პოლიტოლოგს ნეიტრალიტეტი ავტომობილის ტრანსმისიის ნეიტრალური სიჩქარე ჰგონია – ადგილიდან რომ ვერ დაძრავ“

„მოდელს და „მოდულს“ შორის იგივე განსხვავებაა, რაც კასტინგსა და კასტეტს შორის“

„ელექტორატი – არ ვიცი, მაგრამ თბილისში ყველაზე დიდი ელექტრორატი „თელასის“ დირექტორს ჰყავს!“

«თუ ჯარში გაწვევის უწყება მოგივიდათ, 40-ჯერ გადაწერეთ და ახლობლებს გაუგზავნეთ»

„„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს!“ – ხომ გაგიგიათ? ვერ იმეგობრებ სიკვდილის შემდეგ, ვერ იქეიფებ ქელეხში, ომით მეგობრობას ვერ აღადგენ...“

„„პა-დე-დე“ ნიშნავს პაპის ბებიას“

„ენაბლუ ნიშნავს ბლუზის შემსრულებელს“

„„ვაუ!“ თბილისურად – „ავოე!““

„ყველაზე ნაზი – არონია და სპეცნაზი“

„„კარ და კარ“ – შვრება ყვავი და... ნაციონალ-აგიტატორი“

„ როცა სულ ლექსების წერა გინდა – ეს უკვე სენია, ლექს-სენი“

«რას ნიშნავს რქები თავზე? მეუღლემ გიღალატა!  ხელში?  ქეიფში ხარ! აბრაზე? „ნიკორას“ მაღაზიას ან რესპუბლიკური პარტიის ოფისს“

„შაყირას კონცერტი რიყეზე იმიტომ ჩატარდა, რომ რიყე – საშაყირო ადგილია...“

„ბიგვავა – დიდი ვავა...“

„საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი: „ძირს 73 x 77 -ზე! გაუმარჯოს 90 x 60 x 90 -ზე!““

„საქართველოს  გაერთიანება  რუსეთთან  ერთ  ეკონომიკურ  და  პოლიტიკურ  სივრცეში  ევროკავშირის  მაგალითით (ახალ  შენგენის  ზონაში,  შიდა  ვიზებისა  და  სასაზღვრო  კონტროლის  გარეშე,  ერთიანი  ვალუტითა  და  საბაჟო  წესებით)  გამოიწვევს  საქართველოს  გაერთიანებას  აფხაზეთსა  და  სამხრეთ  ოსეთთან  ფორმულით „საქართველო+რუსეთი =  საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ  ოსეთი“

„საქართველოს  ბოლო  ისტორიული  შანსია,  გამოიყენოს  ახლო  მომავალში  პუტინის  პრეზიდენტობა –  ერთადერთი  ადამიანის,  ვისაც  ქართველი  ხალხის,  მისი  ისტორიის,  რელიგიისა  და  კულტურის  გადარჩენა  შეუძლია“

„ვარშავის  ხელშეკრულებისა  და  საბჭოთა  კავშირის  დაშლის  შემდეგ  წარმოქმნილი  დისბალანსი  დღემდე "აზანზარებს"  არა  მარტო  ევროპას,  არამედ  სსრკ-ის  ექს-ქვეყნებსაც:  ეს  არის  ეკონომიკური  კატაკლიზმები,  რომლებიც  ევროკავშირის  დოტაციაზე  შემსხდარი  სახელმწიფოების –  ეკონომიკური  აუტსაიდერების  გამო  ხდება;  და  სამოქალაქო  დაპირისპირების  კრიტიკული  ტემპერატურა  არშემდგარ  სახელმწიფოებში (failed state),  რაც  ხშირად  შეიარაღებულ  კონფლიქტებს  იწვევს,  ისინი  კი  ამ  სახელმწიფოებს  უფრო  მცირე  ტერიტორიებად  აქუცმაცებენ.  ამავე  დროს,  აშშ-ისა  და  ნატოში  მისი  ზოგიერთი  პარტნიორისათვის  კატეგორიულად  მიუღებელია  მსოფლიოში  ნებისმიერი  ახალი  გაერთიანება -  ისინი  მათ  საკუთარი  ინტერესების,  მათ  შორის –  ენერგეტიკული  ინტერესების  წინააღმდეგ  გაერთიანებად  აღიქვამენ“

„განა  საქართველოს  მოსახლეობის  უმეტესობა არ  ოცნებობს  რუსეთთან  ძველი  მეგობრობის  აღდგენაზე,  უვიზო  რეჟიმზე,  როცა  თავისუფლად  იქნება  შესაძლებელი  რუსეთში  ნათესავებსა  და  მეგობრებთან  ჩასვლა? განა  ქართველი  მეწარმეები  არ  ოცნებობენ  ხელსაყრელ  ბიზნესზე –  რუსეთის  ბაზარზე  დაბრუნებაზე?  განა  ქართველ  ხალხს  არ  ენატრება  ერთმორწმუნე  რუსი  ხალხი?  მათზე  ახლობელი  ხომ  არც  გვყოლია  ვინმე  და  არც  გვეყოლება  ოდესმე!  ერთიანი  რუსულ-ქართული  სტრატეგიული,  კულტურული,  საინფორმაციო,  ისტორიული  და  პოლიტიკური  სივრცის  აღდგენა –  აი,  ერთადერთი  გზა  საქართველოსთვის,  რის  შემდეგაც  ჩვენს  ქვეყანაში  სტაბილურობით  მოზიდული  არა  მხოლოდ  რუსული,  არამედ  ევროპული  და  ამერიკული  ინვესტიციებიც  მოზღვავდება!“

 

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი