საზოგადოება
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ განცხადება

pressssთბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს პრესის ასოციაციამ დააფუძნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“, რომლის ძირითადი მიზანია თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. ამჟამად ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია პრესის გავრცელების ხელშეწყობა თბილისში. ორგანიზაციის დაფინანსების ძირითადი წყაროებია შემოწირულობები და გრანტები. უკვე მიღებულია შემოწირულობები რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირისგან. მათ შორის, ძირითადი დონორია საქველმოქმედი ფონდი „ქართუ“. ინფორმაცია დაფინანსების წყაროებისა და ფინანსების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება პრესაში.

ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერაში, შეუძლია, გააკეთოს საკუთარი შენატანი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ანგარიშზე.

1. ბანკი „ქართუ“. b.k. CRTUGE22; ან GE56CR01 20007000273608; 
2. „თიბისი ბანკის c.f“ b.k tbcbge22; ან GE28 TB77 47836020100001.

ფინანსური შენატანის მინიმალური ოდენობა შეზღუდული არ არის.

„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ პარიტეტულობის პრინციპის დაცვით სათანამშრომლოდ იწვევს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ვის ძირითად საქმიანობასაც თბილისში პრესის დისტრიბუცია და გავრცელება წარმოადგენს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დააფიქსირონ პროექტში მონაწილეობის სურვილი ა.წ. 30 დეკემბრამდე. ტელ: 2984039; Email – tavisufalipresa@gmail.com“.