საზოგადოება
ზუგდიდი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. მესტიის ბიუჯეტის პროექტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება 100%-ითაა გაზრდილი. თანხა მთლიანობაში 108 ათას ლარს შეადგენს.
მესტიაში საარჩევნო წელს გაზრდილია სარეზერვო ფონდიც (შარშანდელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა). მომატებულია საკრებულოსა და გამგეობის ხელფასებისა და ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაც. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები.მესტიის ბიუჯეტის პროექტი 3 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს. აქედან საკუთარი სახსრები 340 ათასი ლარია, დანარჩენ თანხას კი მესტია სახელმწიფო ბიუჯეტისგან მიიღებს.
მესტიის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, 2012 წლის 1იანვრამდე უნდა მიიღოს.