პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ 2010 წლის ფინანსები

nacebiii12თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებისთვის 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების ანგარიშის ნაწილი განასაჯაროვა. ცაგარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გასულ წელს „ნაციონალურ მოძრაობა“ დაფინანსებას სხვადასხვა ქვეყანასა და ოფშორულ ზონებში რეგისტირირებული კომპანიების მიერ დაფუძნებული ე.წ. შვილობილი ფირმებისაგან იღებდა.

კერძოდ, ცაგარეიშვილის ხელთ არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ მმართველმა პარტიამ დაფინანსება ჩეხეთში, კვიპროსში, ლიტვაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისა და ვირჯინიისა და სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული სუბიექტების მხრიდან დაფუძნებული შვილობილი კომპანიებისგან მიიღო.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“, „ხალხის პარტიის“, „კონსერვატორებისა“ და „რესპუბლიკელების“ ნოემბერი-დეკემბრის დაფინანსებას, ცაგარეიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ მოწოდებულმა ანგარიშგებამ დაადასტურა, რომ „ეს ოთხი პარტია „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის“ სრული დაცვით, სრულიად ლეგალური შემოსავლების მქონე ქართული კომპანიებისგან დაფინანსდა“.