სამართალი
კლინიკური საავადმყოფოს პაციენტის მეუღლემ თავი მოიკლა

11gadaxtaთბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ქალბატონი თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს მერვე სართულიდან გადმოხტა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი კლინიკაში მეუღლის სანახავად იმყოფებოდა, რომელიც კარდიოლოგიური კლინიკის ინტენსიურ ბლოკში გუშინ მოათავსეს.

როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი განმარტავს, ქალბატონი ავადმყოფთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ პალატა დატოვა და ფანჯრიდან გადახტა.

ფაქტს დაღუპულის შვილიც შეესწრო, რომელიც ამ დროს შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა.