სამართალი
თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიაში 120-მდე პატიმრის განაცხადია შესული.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გაიმართება და კომისია გადაწყვეტილებას კოლეგიალურად მიიღებს. სწორედ 25 დეკემბერს გადაწყდება, რამდენ პატიმარს მიეცემა შეწყალების რეკომენდაცია.გადაწყვეტილებისას კი კრიტერიუმები, თორდიას განმარტებით, იგივე რჩება – პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე, ოჯახური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები.
ცნობისთვის: შეწყალების კომისიის მიერ პატიმრების განხილული საქმეები საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გადაიგზავნება.