საზოგადოება
თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ცეცხლი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში სამსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა, საიდანაც ალი მთლიანად შენობას მოედო.
ცეცხლს 21 სახანძრო ჯგუფი აქრობდა. მეხანძრეებმა მოსახლეობის დროული ევაკუაცია შეძლეს, დამწვარია 1000 კვმ ფართობი.ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, შენობას ცეცხლი ძველი ელექტროსადენებიდან გასჩენოდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება.