სამართალი
თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც 2010-2011 წლის 9-9 თვის მონაცემებს ასახავს. ამ მონაცემთა მიხედვით, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, ნაკლები რეგისტრირებული დანაშაულია.
2011 წლის 9 თვეში 24 455 დანაშაულის ფაქტი დარეგისტრირდა, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2 000-ით მეტი იყო – 26 674.
იმავე ინფორმაციით, დანაშაულის კლების პარალელურად, ოდნავაა შემცირებული მისი გახსნის მაჩვენებელი. თუ 2010 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 49% გაიხსნა, 2011 წელს გახსნის მაჩვენებელმა 40% შეადგინა.იკლო მძიმე დანაშაულმა, მათ შორის, განზრახ მკვლელობამ. შემცირდა არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულიც. 2011 წელს ტერორიზმის 4 ფაქტი მოხდა, საიდანაც 2 გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის ფაქტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში არ დაფიქსირებულა.
დანაშაულთა შორის ქურდობა კვლავ ლიდერობს – 2010 წლის 9 თვეში ქურდობის 8 499 ფაქტია დაფიქსირებული, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში – 8 367. მათგან ყველაზე მეტი ბინებში შეღწევაზე მოდის.