პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრესის ჯიხურების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს

manana-manjghvaladze111თბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ დედაქალაქში ჯიხურების განთავსებაზე ტენდერი გამოაცხადა და ძველი ჯიხურების აღება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ყველა სახის, მათ შორი,ს პრესის ჯიხურებსაც შეეხო, რასაც პრესის გამავრცელებლებისა და შესაბამისი ჯიხურების მფლობელების პროტესტი მოჰყვა.

დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს ჯიხურების აღების საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა მან მედიის წარმომადგენლები უგულავას უწყებასთან გადაამისამართა.

„აღნიშნული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულმა პირებმა კომენტარისთვის მერიას უნდა მიმართონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.