საზოგადოება
მერიის გაზიფიცირების პროექტი ახალდაბაში

ugulava8თბილისი, 20დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მერია განაგრძობს ქალაქის ყველა რაიონში გაზიფიცირების სამუშაოებს. პროექტის განხორციელების შემდეგ დედაქალაქის საზღვრებში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ბუნებრივი აირით შეუზღუდავად ისარგებლოს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ახალდაბაში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ახალდაბაში გაზგამანაწილებელი ქსელის მოწყობა 2011 წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გაყვანილ იქნა 3 500 კმ სიგრძის გაზის  ცენტრალური მაგისტრალი. ამჟამად სოფლის მთელ ტერიტორიაზე მაგისტრალის დაქსელვა მიმდინარეობს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება, რადგან ახალდაბაში გაზის ცენტრალური მაგისტრალი არ არსებობდა და, შესაბამისად, იქ მცხოვრები 100 ოჯახი ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობდა.