აქტუალური
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომისიის სხდომა

gruzia-azerbთბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისVII სხდომა იმართება.

კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე ექსპერტების მოსამზადებელი შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები  განიხილეს, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

„საქართველო ამ კომისიის სხდომებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორად რჩება. ორ ქვეყანას შორის ძალიან დატვირთული ეკონომიკური ბრუნვა არსებობს და სურვილი გვაქვს, რომ სამომავლო პერსპექტივები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.