აქტუალური
ედუარდ კოკოითის დაბრუნებას არ გამორიცხავენ

kokoitთბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ოპოზიცია შიშობს და არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.

მოსკოვის ოსთა კავშირის თავმჯდომარე ვალერი კაბოლოვის განცხადებით კი, სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ადამიანს უფლება არ აქვს, არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ორზე მეტჯერ წარადგინოს.

„მას შემდეგ, რაც ედუარდ კოკოითის ორი ვადა ამოეწურა, ქვეყანას ვადიმ ბროვცევი მართავს. მოვალეობის შემსრულებელი არ არის არჩეული პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში, კანონმდებლობაში ამაზე არაფერია ნათქვამი. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ არანაკლებ ეგზოტიკური იქნება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების გაუქმების შესახებ“, – აღნიშნავს კაბოლოვი.