სამართალი
ივანიშვილი-ხვედელიძის სარჩელს დღეს მთავარ სხდომაზე განიხილავენ

ivaniSviliiii124თბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა  დღეს, 20 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 2011 წლის 21 ოქტომბერს მიმართეს.

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვათ.