საქსტატი საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
თბილისი, 19 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც საქსტატი
საქინფორმს აცნობებს, 2011 წლის იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8 260 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 937 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 6 323 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ნოემბერში 4 386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეს არის საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემები, ხოლო დეტალურ დაზუსტებულ მაჩვენებლებს საქსტატი 23 დეკემბერს გამოაქვეყნებს.