პოლიტიკა
თბილისი მოსკოვის უარზე წუხს

sagareo-saminთბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდის კომენტირებისას განაცხადა.

„ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდის დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობდა ორი სამუშაო ჯგუფი, სადაც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და დევნილთა ღირსეული დაბრუნების საკითხი. მიუხედავად ქართული დელეგაციის აქტიურობისა და თანათავჯმდომარეების ინტენსიური ძალისხმევისა, რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს, აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების მექანიზმების საკითხი საერთოდ ამოღებული უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკების დღის წესრიგიდან, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ჟენევის მოლაპარაკებების მთავარ შინაარსს წარმოადგენს სწორედ უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის მიერ 2008 წლის ხელშეკრულების შესრულება და განხორციელდეს ტერიტორიების დეოკუპაცია, ასევე, მოხდეს საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი ჯერ კიდევ მზად არ არის, უსაფრთხოების მექანიზმებზე დეტალებში იმსჯელოს, ქართული მხარის მიერ ეს საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა შემდეგ რაუნდზე დაისმება და, ამავე დროს, თანათავმჯდომარეების სრული მხარდაჭერა გვაქვს“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.