სამართალი
თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ცხინვალში მიმდინარე მოვლენები სამ რამეზე მიუთითებს: პირველ რიგში, სრულიად ნათელი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უპირობოდ აკონტროლებს. მოსკოვის სრული კონტროლის ფონზე არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ სწორედ რუსეთია ოკუპანტი ძალა. გარდა ამისა, ეს მოვლენები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კორუმპირებულია რუსული სისტემა და არამიზნობრივად იხარჯება რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხები. ცხინვალის მოსახლეობა უკმაყოფილოა. გარდა ამისა, ნათელია, რამდენად არასანდო პარტნიორია რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა კალანდაძემ.