საზოგადოება
თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ინიციატივით, დღეს საქართველოში არსებული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართება. როგორც „მაესტროდან“ იტყობნებიან, შეხვედრის მიზანი ახალი მედიაგაერთიანების ჩამოყალიბებაა.
მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი 16 დეკემბერს ნუცუბიძის I მიკრორაიონში პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. მან მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სოლიდარული იყვნენ ნებისმიერი მედიასაშუალების მიმართ, როდესაც მასზე ზეწოლა ხორციელდება. ღლონტის განცხადებით, მედიაგაერთიანებას უნდა ჰქონდეს ისეთი პრინციპი, როგორიც ნატოს. კერძოდ, ნებისმიერ მედიასაშუალებაზე განხორციელებულ დარტყმაზე ამ ორგანიზაციის წევრი ყველა მედიასაშუალება ერთიან რეაგირებას უნდა ახდენდეს.