საზოგადოება
ამ სკოლაში მომხდარ ფაქტს და ზოგადად განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს „თეთრები“ ოქტომბერშიც გამოეხმაურა, თუმცა ორგანიზაციის პოზიცია უცვლელია:
„განათლების სისტემის ყველა რგოლი – სამინისტროდან რიგით სკოლამდე – დიდი ხანია, რეჟიმულ დაწესებულებას დაემსგავსა რკინის ურდულებით, სპეცფორმიანი წესრიგის დამცველი მანდატურებით, ყოველგვარუფლებააღჭურვილი დირექტორებით;
„ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“ – სახელმწიფო მანქანა, რომელიც ახშობს ახალგაზრდულ სოლიდარობას, განწირულია მარცხისათვის. მაგრამ უბედურება ისაა, რომ რეჟიმის მარწუხებში მოქცეული ახალგაზრდობა, ერთი მხრივ, ვერ იქნება თავისუფალი საზოგადოების მშენებელი, მეორე მხრივ კი, დიდხანს იქნება პროტესტის განწყობით ყველასა და ყველაფრის მიმართ“.
„როცა ხელისუფლება ლაპარაკობს ძალადობის ენით, აი, მაშინ ჩნდება პროტესტის გრძნობა მთავრობისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი, მტერ-მოყვრისადმი, განურჩევლად ყველასა და ყველაფრისადმი. ეს ხომ ყველაზე რთული და სათუთი ასაკია, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და არა სანქციები და რეჟიმი, – ნათქვამია განცხადებაში. – ბავშვებს არ უნდათ, რომ გაიყიდოს მათი სკოლები; ბავშვებს არ უნდათ, რომ გარიცხონ მათი მეგობრები; ბავშვებს არ უნდათ, რომ გაათავისუფლონ მათი მასწავლებლები. როცა მორალით ცხოვრებაზე წინ თავსმოხვეული წესრიგით ცხოვრება დგება, წარმოიშვება უმწვავესი პროტესტი“.