პოლიტიკა
აშშ საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში დაეხმარება

mxardaWeraaთბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინმა საქართველოში აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „აშშ მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და არჩევნები დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ძალიან ღირებულია და აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება ქართული კანონმდებლობისთვის სასარგებლო იქნება. რაც უფრო თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება არჩევნები, მით უფრო განვითარდება ქართული დემოკრატია. მიგვაჩნია, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რომელი კანდიდატი მიიღებს მხარდაჭერას“, – განაცხადა რუბინმა.