სამართალი
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს!“

VanRompuyთბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო იმ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს შორის იყო, რომლებიც 15 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე იქნა განხილული“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ.

„რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი მიესალმება კომპრომისის სულისკვეთებას, რამაც რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე ორმხრივი შეთანხმება შესაძლებელი გახადა.  ამ კონტექტსში საჭიროა, შესრულდეს  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა მან ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ერთობლივი პრესკონფერენციის გახსნისას.